ამინდის პროგნოზი

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - როგორი ამინდი იქნება 28 სექტემბრამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 სექტემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 სექტემებრს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

სინოპტიკოსთა ცნობით, თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსი იქნება.

კომენტარები