ამერიკელი კაცი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ შეყვარებულისთვის ხელი ორიგინალურად, წყალქვეშ ეთხოვა, დაიხრჩო.
სტივენ ვებერი და კენეშა ანტუანი ტანზანიაში ისვენებდნენ. ვებერტმა გადაწყვიტა, რომ ქალისთვის ხელი თეთრ ქაღალდზე დაწერილი ტექსტით წყალქვეშ ეთხოვა და ბეჭედი ეჩვენებინა.
კენეშა ანტუანმა ვიდეოს გადაღება მოასწრო, თუმცა ვებერს მისი პასუხი არ მოუსმენია.
"სუნთქვის შეკავებას იმდენი ხნით ვერ შევძლებ, რამდენიც ყველა იმ დეტალის ჩამოსათვლელად დამჭირდება, რაც შენში მიყვარს, თუმცა, რაც შენში მიყვარს, ყოველ დღე უფრო და უფრო მეტად მიყვარდება,"-ეწერა მის წერილში.
ოთახი, რომელშიც კანეშა ანტუანი ხელის თხოვნისას იყო, ზღვაში 10 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. როგორც მან თქვა, ვებერს ამ სიღრმეზე არასოდეს ჩაუყვინთავს.
მანტას კურორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მამაკაცის ტრაგიკული სიკვდილი დაადასტურეს და ღრმა მწუხარება გამოთქვეს მომხდართან დაკავშირებით.