ლარის გაუფასურება

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება კვლავ 3 ლარზე მეტია

ტაბულა

მას შემდეგ, რაც ლარი დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმზე დაეცა, კომერციულ ბანკებში ეროვნული ვალუტის ღირებულება კვლავ სამ ლარზე მეტია.

TBC ბანკის ვალუტის გაცვლითი კურსით, ერთი აშშ დოლარი ამჟამად 3.0090 ლარი ღირს, საქართველოს ბანკში კი დოლარის ღირებულება 3.01 ლარია.

Bloomberg-ის ვალუტის გაცვლით სისტემაში დოლარის კურსი 2.9728 ლარზეა.

ოფიციალური კურსით, აშშ დოლარი 2.9738 ლარი ღირს, რაც ამ დროისათვის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ეროვნული ვალუტისთვის.

ივნისის პირველ ორ კვირაში 2.74-მდე ჩამოსვლის შემდეგ, ლარმა 14 ივნისიდან გაუფასურება განაგრძო და 1 აგვისტოს დოლართან მიმართებით მაშინდელ რეკორდულ მინიმუმამდე, 2.9718-მდე დაეცა. 1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა, რასაც ლარის ოდნავი გამყარება, შემდეგ კი კვლავ გაუფასურება მოსდევს.

 

კომენტარები