ჰოლივუდი

8 ცნობილი ხრიკი რომელსაც ჰოლივუდი კინოს გადაღბისას იყენებდა ან დღესაც იყენებს

Business Insider

კინო არის ის, რისი საშუალებითაც შეგვიძლია ნებისმიერ სამყაროში ყველანაირი სირთულის გარეშე ვიმოგზაუროთ. იმ სპეცეფექტების გარდა, რომელთა გამოყენება ჰოლივუდმა თანამედროვე კინოშო დაიწყო, არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომელიც ისეთ კითხვებზე გასცემდა პასუხს, როგორიცაა მაგალითად: "მსახიობები მართლა ეწევიან კადრს მიღმა თუ არა?", "ნამდვილია თუ არა თოვლი, რომელსაც ეკრანზე ვხედავთ?" და ბევრი სხვა. კომპიუტერულმა გრაფიკამ ბევრი ახალი შესაძლებლობა მისცა კინოინდუსტრიას, თუმცა ამ 8 ხრიკის ცოდნა ყველა გადასაღებ მოედანზე სავალდებულოა:

1. ალკოჰოლი ძმარი ან შეფერილი წვენია, ხოლო ყინული კი გაყინული ჟელატინია

უამრავ ფილმში პერსონაჟები სვამენ ალკოჰოლს და რა თქმა უნდა, ის რომ ნამდვილი ყოფილიყო მსახიობები მუშაობას ვერ შეძლებდნენ. ამიტომაც, გადასაღებ მოედანზე ალკოჰოლს, როგორც წესი, ძმრით, რომლის ტექსტურა სპირტს ჰგავს, ან წვენით ანაცვლებენ. მაგალითად ლუდის მაგივრად მსახიობები ვაშლის წვენს სვამენ. 

ყინული ძალიან სწრაფად დნება ამიტომაც მას გაყინული ჟელატინით ანაცვლებენ და სწორედ ის ტივტივებს ჭიქებში, რომლებსაც ეკრანზე ვხედავთ. 

2. Woolf of Wall Street"- ში ლეონარდო დიკაპრიო კოკაინის ნაცვლად, B ვიტამინს იყნოსავს

ხშირად ფილმებში პერსონაჟები ნარკოტიკებს მოიხმარენ, თუმცა ცხადია მსახიობები, რომლებიც მათ როლებს ასრულებენ იმავეს არ აკეთებენ. გადასაღბ მოედანზე კოკაინს დაფქული შაქრით ან ფქვილით ანაცვლებენ, თუმცა ზოგჯერ რეჟისორები ექსპერიმენტებსაც ატარებენ, რომ ნახონ ეკრანზე რა უფრო კარგად გამოიყურება. მაგალითად ფილმში "Woolf of Wall Street" დიკაპრიო B ვიტამინს იყნოსავს.


ფოტო: WhatCulture

3. მსახიობები ბალახეულ სიგარეტს ეწევიან და არა ნამდვილს

სიგარეტი, რომელსაც პერსონაჟები ეწევიან ნამდვილი არ არის, განურჩევლად იმისა მწეველია თუ არა მსახიობი. თუ გავიხსენებთ სერიალს "True Detective", მაშინვე მეთიუ მაკკონაჰის მიერ მოწეული აღუწერელი რაოდენობის სიგარეტი გაგვახსენდება, რომელიც ნამდვილი უბრალოდ ვერ იქნებოდა. თუთუნის მაგივრად მსახიობები ბალახეულ სიგარეტს ეწევიან, რომელიც არც ნიკოტინს და არც სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებს არ შეიცავს. 

4. სისხლი ანუ შოკოლადის სიროფი

ეს საკმაოდ ძველი ხრიკია, რომელსაც შავ-თეთრ კინოში წარმატებულად იყენებდნენ, თუმცა დღეს სისხლის იმიტირებისთვის "«technicolor blood"-ს იყენებენ. ასევე პატარა მილი, რომელიც იმისთვისაა საჭირო, სისხლმა რომ გაასხას, ხან ტანსაცმლის ქვეშ, ხან კი მკვლელობის იარაღზე არის დამალული. 

5. ზოგიერთი სცენა სინამდვილეში მინიატურული მაკეტია

ჩვნს მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიურ ეპოქაშიც კი რეჟისორები ხშირად კონკრეტული სცენების შესაქმნელად მინიატურულ მაკეტებს იყენებენ და შემდგომ სპეცეფექტებით მას ამუშავებენ, რადგან ასე უფრო რეალისტური სურათი იქმნება. მაგალითად ჯეიმს კამერონმა "ტიტანიკის" გადაღებისას გემის მინიატურული მოდელი გამოიყენა.


ფოტო: inverse

6. კანისფერი თეთრეული  

კინოში სექსუალური სცენის 15 წამის გადასაღებად 6 საათია საჭირო. როგორც წესი (თუ გამონაკლისებს არ ჩავთვლით) მსახიობებს სექსუალური ურთიერთობა სინამდვილეში არ აქვთ. ასეთ დროს, მამაკაცებს უმაგრდებათ კანის ფერი "ჩანთა" ისე რომ ყველაფერი რეალისტურად გამოიყურება, ხოლო ქალ მსახიობებს კანის ფერი თეთრეული აცვიათ.

7. პროტეზები, როგორც სხეულის მოჭრილი კიდურები

საშინელებათა ფილმებში ხშირად პერსონაჟები რომელიმე კიდურს კარგავენ. სინამდვილეში მოჭრილ კიდურებს პროტეზებით ანაცვლებენ. მაგალითად ფილმში 127 საათი, ჯეიმს ფრანკოს პერსონაჟი კლდეში მოყოლილ ხელს ბლაგვი დანით მოიჭრის და ამ დროსაც რეჟისორმა დენი ბოილმა პროტეზი გამოიყენა.


ფოტო: Daily Mail

8. გულის რევისას ფაფას ან სპაგეტის პიურეს იყენებენ

გულის რევის ხანმოკლე სცენებისთვის მსახიობის პირში ფაფას ან სპაგეტის პიურეს ათავსებენ, მაგრამ თუ სცენა გრძელია, მაშინ მსახიობს სახეზე მილს უმაგრებენ და შემდეგ შპრიცის საშუალებით ავსებენ ამ მილს, ხოლო შიგთავსი სახეზე მოთავსებული მილის თავიდან გადმოიფრქვევა.

კომენტარები