ნათია მეზვრიშვილი

პრემიერმინისტრის აპარატის უფროსად ნათია მეზვრიშვილი დაინიშნა

შსს

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას აპარატის უფროსად ნათია მეზვრიშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე გახარიას შს მინისტრობისას მისი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

აღნიშნული ინფორმაცია ტაბულას პრემიერის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ნათია მეზვრიშვილმა გიორგი ჭოლაძე ჩაანაცვლა, რომელიც ამ თანამდებობას მამუკა ბახტაძის პრემიერმინისტრობისას იკავებდა.

კომენტარები