ნათია მეზვრიშვილი

მეზვრიშვილი: რაინდი ვინ არის არ ვიცი, პოლიციელზე ხელის აღმართვისთვის რეაგირება იქნება მკაცრი

რაინდი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ყველას მიმართ ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი. ბუნებრივია ვერავინ გაარღვევს პოლიციის კორდონებს, ვერავინ იძალადეს პოლიციელებზე. თუ ასეთ ფაქტს ადგილი ექნება, ეს გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული და ბუნებრივია პოლიციას ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ლევან ვასაძის, ე.წ. რაინდის განცხადებას ეხმაურება. ვასაძემ თქვა, რომ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიან. სიძულვილის ჯგუფის ორგანიზატორი პოლიციასაც დაემუქრა. მისი თქმით, სამართალდამცველები ვეღარ შეძლებენ მათი წევრების დაკავებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო რაზმების პატრულირების შესახებ ლევან ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები