ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას კარგად 64% აფასებს. ეს მაჩვენებელი 2018 წლის შემდეგ მცირედით გაზრდილია - 2018 წლის მარტის კვლევაში ეკლესიის საქმიანობას კარგად 56% აფასებდა.
რაც შეეხება უარყოფით შეფასებას, ახალი კვლევის მიხედვით, მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას ცუდად 5% აფასებს.
საშუალო შეფასება აქვს 20%-ს, ხოლო 11% ამბობს, რომ არ იცის.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.





