მერლინ მენსონი

მერლინ მენსონს სერიალში "American Gods" ვიხილავთ

rolling stone

მერლინ მენსონი სერიალი "American Gods" - ის მსახიობთა ჯგუფს შეუერთდა. ის შოუში ვიკინგსა და მეტალ ჯგუფის ლიდერს, იოჰან ვენგრენს, ითამაშებს. 

მერლინ მენსონი სერიალებში პირველად არ ჩნდება. მუსიკოსის ნახვა ისეთ ცნობილ პროექტებში შეიძლება, როგორიცაა "Sons of Anarchy", "The New Pope" ,"Californication" და კიდევ რამდენიმე სხვა. "American Gods"-ის შოურანერი, ჩარლზ იტლი, ფიქრობს, რომ მენსონის გამოჩენა სერიალში ბევრისთვის იქნება საინტერესო. 

მარტში სერიალი კიდევ ერთი სეზონით გააგრძელეს, ხოლო მისი გამოსვლა 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.

კომენტარები