მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობა "ლელოს" პირველ 12 წევრს ხვალ წარადგენს

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობა "ლელოს" პირველ 12 წევრს ხვალ, 18 სექტემბერს, წარადგენს.

როგორც ტაბულასთან საუბარში მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის წევრმა კახა კოჟორიძემ აღნიშნა, წევრების წარდგენა 13:00 საათზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" პრეზენტაცია 12 სექტემბერს, ანაკლიაში გაიმართა.

კომენტარები