ადა მარშანია

მარშანია: საქართველო არ არის ბანანის რესპუბლიკა, სადაც შეიძლება იდირექტოროს კრამერმა

საპარლამენტო ტრიბუნიდან გვინდა გავაჟღეროთ ის მკაფიო გზავნილები, რომლებიც გახმოვანდა. პატრიოტთა ალიანსის აქციაზე ამერიკის საელჩოსთან და რომელიც არც ანტიამერიკული იყო და არც დესტრუქციული. პირველი ჩვენი მკაფიო გზავნილი, დაინახეთ ქართველი ხალხი და დადექით იქ სადაც დგას ქართველი ხალხი და არა იქ სადაც დგას და არიან მკვლელები, მწამებლები, მავნებლები და პროვოკატორები სააკაშვილების და ბოკერიების სახით. შეწყვიტეთ მათი მფარველობა და მათ მიერ შექმნილი ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური დახმარება. სად არის აქ ანტიამერიკანიზმი? მეორე, საქართველო არ არის ბანანის რესპუბლიკა. ექსპერიმენტების პოლიგონი, არ არის ფეოდალური სახელმწიფო, სადაც შეიძლება იდირექტოროს კრამერმა და ბრაიზამ. გასაოცარია ბატონი ბრაიზა, თან ყოფილი ელჩია. ჩამოდის საქართველოში და ლანძღავს თავისივე ქვეყნის პრეზიდენტს.  

პატრიოტთა ალიანსის წევრი ადა მარშანია პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

კომენტარები