ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა თითქმის ნახევარის, 46% აზრით, პარლამენტში ქალი და კაცი პარლამენტარების საუკეთესო გადანაწილება იქნებოდა 50% ქალი, 50% კაცი. ბოლო კვლევების შემდეგ, ასეთი ადამიანების რაოდენობა გაზრდილია.
თუმცა, 37% კვლავ მიიჩნევს, რომ დეპუტატებს შორის ქალი 30%-ზე ნაკლები უნდა იყოს, ხოლო კაცი, 70%-ზე მეტი. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი მცირდება.
NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.