NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მთავარი ეროვნული საკითხია სამუშაო ადგილები და ინფლაცია

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მთავარი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია (48%). მას მოსდევს ფასების ზრდა/ინფლაცია (34%), სიღარიბე (33%), ტერიტორიული მთლიანობა (29%), პენსიები (22%) და ხელფასები (19%).

რუსეთთან ურთიერთობას ყველაზე ეროვნულ საკითხად გამოკითხულთა 12% თვლის. ადამიანის უფლებებს - 8%. სამართლიან არჩევნებს და ნატოში გაწევრიანებას - 6-6%.

რესპონდენტებს არაუმეტეს სამი პასუხის გაცემა შეეძლოთ.

NDI აღნიშნავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები