თაკო ჩარკვიანი

ჩარკვიანი: კაპანაძე ბრიფინგს მე კი არა, ჩერგოლეიშვილს, ბოკერიას და კახიძეს უნდა უწყობდეს

თუ რაიმე კარგს დააპირებენ, გაერთიანებული ოპოზიცია ყოველთვის გაერთიანების მომხრეა. ბრიფინგს სერგი კაპანაძე თაკო ჩარკვიანს კი არ უნდა უწყობდეს, უნდა უწყობდეს ჩერგოლეიშვილს, ბოკერია, ოთო კახიძეს... ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შექმნილ ყველანაირ ინიციატივას ყოველთვის ვუერთდები, ვინაიდან მე ვარ გაერთიანების მომხრე, რომელმაც ყველაზე დიდი ტრავმა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს. არ მივცემ არავითარ შემთხვევაში არცერთ ოპოზიციურ პარტიას გაერთიანების ხელყოფის უფლებას, იმიტომ რომ ზუსტად ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს და ნუ მოდიან მათთან ერთად თანხვედრაში. პარტია, რომელიც მუდმივად ბიძინა ივანიშვილთან ერთად სინქრონში მოდის განცხადებებით, იმ პარტიის არ მჯერა. 

თაკო ჩარკვიანი ტვ პირველთან საუბრისას. ჩარკვიანმა გუშინ თქვა, რომ ევროპული საქართველოს მოწოდებას, პროდასავლური პარტიების მიმართ, ღიად დააფიქსირონ პოზიცია, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილს კოალიციას არ შეუქმნიან "თაღლითობის სუნი ასდის". მისივე თქმით, მან იცის, რომ ევროპული საქართველოდან ზოგიერთი ოცნებასთან თანამშრომლობს.

კომენტარები