საუდის არაბეთი

საუდის არაბეთში ნავთობის კომპანიას დრონით თავს დაესხნენ

REUTERS

14 აგვისტოს საუდის არაბეთში აბკაიკში და ხურასში ნავთობის სახელმწიფო კომპანიის ორ ობიექტს დრონით თავს დაესხნენ და ცეცხლი გაჩნდა.

აბკაიკი საუდის არაბეთის აღმოსავლეთ პროვინციიდან დაჰრანიდან 60 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ხოლო ხურასი 190 კმ-ის მოშორებით, სადაც ქვეყანაში მეორე ყველაზე დიდი ნავთობის საბადო არის.

ამჟამად ხანძარი კონტროლს ექვემდებარება.

ადგილობრივ მედიაში შესაძლო თავდამსხმელების ვინაობის შესახებ არაფერი უთქვამთ. 

წინა მსგავს თავდასხმებში იემეში ირანთან დაკავშირებულ ჰუსიტების დაჯგუფებას ადანაშაულებდნენ.

კომენტარები