მე ჩემს მეგობრებთან ერთად, ბადრისთან [ჯაფარიძესთან] ერთად, თქვენთან ერთად ერთად შევქმენი 10 ათასი სამუშაო ადგილი. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მილიარდობით პირდაპირი ინვესტიცია შემოვიტანეთ. ვიხდით ასეულ მილიონობით ლარის გადასახადებს ბიუჯეტში. ჩვენ ეს შევქმენით იმ რთულ სიტუაციაში, რასაც ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი ჰქვია, არამარტო დღეს და გუშინ, საერთოდ. საქართველოში ბიზნესის კეთება ურთულესი რამ არის. ჩვენ ეს შევძელით იმ ათი ათასკაციან გუნდთან ერთად, თქვენ ეს შეძელით თქვენს წარმატებულ კომპანიებში, სხვადასხვა სფეროში. აქ არიან ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ, მაგრამ დღეს ჩვენ აქ იმიტომ მოვედით, რომ რაღაცა სხვა გვაერთიანებს, ჩვენ მივხვდით რომ ცალცალკე ვერ წავალთ წინ.
tbl.ge/404w
დაკოპირდა

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე საუბრისას. TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა წარადგინა. პრეზენტაცია ანაკლიაში, ზღვის ნაპირას გაიმართა. მოძრაობას "ლელო" ერქმევა.
ამავე თემაზე
- ხაზარაძე: ივანიშვილმა დახურულ შეხვედრაზე თქვა, "ხაზარაძე ხადარკოვსკივით უნდა ჩავსვაო"
- ანტიკორუფციული ბიურო: ვსწავლობთ მამუკა ხაზარაძის ქონებრივ დეკლარაციას
- ხაზარაძე: ქვეყნის რუსული ხელისუფლებისგან გათავისუფლება უნდა დაიწყოს თბილისიდან!
- ხაზარაძე: პოლოლიკაშვილისთვის მხარის არდაჭერა ოცნების კიდევ ერთი უღირსი საქციელია
- ხაზარაძე: დავიწყებთ მოლაპარაკებას რუსეთთანაც, მაგრამ მაგიდასთან მარტო არ დავსხდებით




