ანჯელინა ჯოლი

როგორი ურთიერთობა აქვს ანჯელინა ჯოლის თინეიჯერ შვილებთან

hellomagazine

ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მსახიობმა, ანჯელინა ჯოლიმ თავის თინეიჯერ შვილებზე და მათთან ურთიერთობაზე ისაუბრა, ამას კი არც თუ ისე ხშირად აკეთებს. 

"როცა შენი შვილები პატარები არიან, უფრო "დედიკოდ" გრძნობ თავს. როდესაც იზრდებიან და თინეიჯერები ხდებიან, შენც იხსენებ ამ ასაკში როგორი იყავი. ხედავ რომ პანკ კლუბებშ დადიან და საკუთარ თავს ეკითხები - მე რატომ არ უნდა წავიდე? ახლა, საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენის სახალისო ეტაპზე ვარ." უთხრა მსახიობმა ჟურლან Hello-ს.

ანჯელინა 18 წლის მედოქსის, 15 წლის პაქსის, 15 წლის ზაჰარას, 13 წლის შაილოსა და 1 წლის ტყუპების- კნოქსისა და ვივიენის დედაა. 


ფოტო: hellomagazine

ასევე მსახიობმა იმ ფასეულობებზე ისაუბრა, რომლებსაც შვილებს ასწავლის.

"სიკეთე - სხვების მიმართ და საკუთარი თავების მიმართ. აუცილებელია დააფასო ის თავისუფლება რომელიც გაქვს, ის რითაც დაჯილდოებული ხარ და აუცილებლად უნდა დაეხმარო სხვებს. ჩვენ დიდი სამყაროს პატარა ნაწილები ვართ. რაც ჩემი შვილები გაიზარდნენ ვხედავ რომ ისინი ძალიან ძლირიერი ინდივიდები არიან. ვცდილობ რომ კარგი მაგალითი მივცე, ვიტო მოსიყვარულე და ტოლერანტული, როგორიც დედაჩემი იყო. მომავალი თაობა უნდა მოვამზადოთ, რადგან სამყაროში ახლა ძალიან ბევრი რამ ხდება რასთან დაპირისპირებაც მოუწევთ. ახლა BBC-სთან ერთად ვმუშაობ პროგრამაზე ბავშვებისთვის. ჩვენ ჩვენი შვილების იმედი გვაქვს, ამიტომაც მათ სწორი ცოდნა უნდა მივცეთ და მხარი დავუჭიროთ."

კომენტარები