არ გვაქვს პრეტენზია - არ მოგვიწვიეთ, ნუ მოგვიწვიეთ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ეგ კრამერი, რომელიც აბსოლუტურად გაკოტრებული ექსპერტია ამერიკაში და ფლორიდას ერთერთ სკოლაში მოღვაწეობს. არავითარი პოლიტიკური წონა კრამერს ამერიკაში არ აქვს, ეს არის მარგინალების ჯგუფი სინამდვილეში, რომელიც ჩამოსული არიან საქართველოში და აქ დირიჟორობენ და კრამერებს ჩვენ არ მივცემთ საქართველოს დირექტორობის საშუალებას
tbl.ge/3zzz
დაკოპირდა

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი TV პირველის ეთერში. ცნობისთვის, 10 სექტემბერს ინაშვილი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა. ინაშვილთან ერთად, თბილისი რუმსში მივიდა ტელეკომპანია ობიექტივის ჟურნალისტიც, რომელიც აგრესიით გამოირჩევა. შეჭრის მცდელობისას, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ინაშვილის საქციელმა კრამერი აღაშფოთა.
ამავე თემაზე
- ვოლკერი IMEDI-ის სიუჟეტზე: ეს ცხადყოფს იმ გამოწვევებს, რაც რუსული პროპაგანდიდან მომდინარეობს
- ვოლსკი: კრამერს შეეძლო, უფრო დიპლომატიურად მოქცეულიყო და მეტი კომპეტენცია წარმოეჩინა
- ბოკერია: სანამ დანარჩენი საქართველო დაცული არ არის, რუსეთი აფხაზეთს და ცხინვალს არ დათმობს
- სესიაშვილი: ერთი მხრივ კონფერენციაა, მეორე მხრივ კოლეგა, რომელსაც შეხედულებების დაცვა სურდა
- ჰერბსტი: რუსების აზრით, ოკუპაცია საქართველოს NATO-ში ყოფნას გამორიცხავს, რაც სიმართლე არაა