თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

ჰერბსტი ინაშვილზე: მოაწყო ცირკი. მგონი, მიიღო ის, რაც სურდა - საჯაროობა

რუსებს აქვთ კარგი ფრაზა, რომელიც აქ მომხდარს აღწერს - უკულტურო საქციელი. ქალბატონი ინაშვილი ქართული საზოგადოებრივი აზრის ძალზედ მცირე ნაწილს წარმოადგენს. ყურადღების მიქცევის მიზნით, მას ექსტრემალური საქციელი სჭირდება. სწორედ ეს გააკეთა - შემოიჭრა კონფერენციაზე, მოითხოვა ყურადღება, მოაწყო ცირკი. მგონი მიიღო ის, რაც სურდა - საჯაროობა. ალბათ რუსულ ტელევიზიებში ვიხილავთ, ისევე დამახინჯებულად, როგორც ოფიციალური რუსეთი აკეთებს ხოლმე, თითქოს გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდა, ან რამე ამდაგვარი. იგივე ხალხი იტყვის ამას, ვინც ციხეში ჩასვა ილია იაშინი. უკრაინაში იყო ერთი, ვიტრენკო, უკიდურესი მემარცხენე, ჯამბაზი პრინცესა, უკრაინული პოლიტიკის კლოუნი, ვფიქრობ, ქალბატონი ინაშვილი იგივე სტატუსს ეძებს აქ, საქართველოში.

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი და ანალიტიკური ინსტიტუტის ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი ირმა ინაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებზე საუბრობს. დღეს, 10 სექტემბერს პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა.

კომენტარები