თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

ინაშვილი: ჩვენო საერთაშორისო პარტნიორებო, მწამებლების პარტიებს მხარს ნუ უჭერთ

საქართველოს პარლამენტის წევრს უფლება აქვს თავისუფლად გადაადგილდეს ქვეყნის მასშტაბით, თავისუფლად შევიდეს ყველა შენობასა და დაწესებულებაში და მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ კონფერენციასა თუ სხდომაში. პირდაპირ ვამბობ, რომ დღეს უპატივცემულობა გამოიჩინა დამსწრე საზოგადოების იმ ნაწილმა და პირველ რიგში ორგანიზატორებმა საქართველოს კონსტიტუციისადმი, არ სცეს პატივი საქართველოს პარლამენტის წევრს,და რა  მნიშვნელობა აქვს პარლამენტის წევრი ხარ თუ არა, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მოვიდა, რომ ამ კონფერენციას დასწრებოდა. მგონი, საშიში არაფერი არა არის და პოლიტიკური პლურალიზმი, დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ როცა გუშინ საუბრობდიჩემზე და საუბრობდა ბატონი ბოკერია მთელი 3 საათის განმავლობაში და უამრავი დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, დამახინჯებული ციტატა ჩვენი გამოსვლებიდან. მეც უფლება მაქვს მივიღო მონაწილეობა კონფერენციაში და ასევე მოვითხოვო რამდენიმე წუთიანი მოხსენების გაკეთება.

არ ვიყავი დაპატიჟებული, მოვედი. საქმის კურსში ჩავაყენე ორგანიზატორები და არავითარი პრობლემა არ იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მიმეღო მონაწილეობა, რომ უბრალოდ დავმჯდარიყავი დარბაზში და მომესმინა. რა მნიშვნელობა აქვს ვიყავი თუ არა დაპატიჟებული, როდესაც ჩემზე საუბრობდნენ გუშინ, მეც მოვედი და ვითხოვე ასევე სიტყვა. ყველა ადამიანს, მითუმეტეს, როდესაც შენზე საუბრობენ უფლება აქვს უპასუხოს. 
აი, ამისთვის მოვედი მე.

ევროპული საქართველო არის მწამებელთა პარტია, ამის სათქმელად მოვედი. მინდა საერთაშორისო პარტნიორებს ღიად უთხრა, ნუ უჭერთ მხარს ჩვენო საერთაშორისო პარტნიორებო მწამებლების პარტიებს.

ამაზე ირმა ინაშვილმა ჟურალისტებთან ისაუბრა. პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა. ირმა ინაშვილთან ერთად თბილისი რუმსში, სადაც კონფერენცია იმართება, იმყოფებოდა ტელეკომპანია ობიექტივის ჟურნალისტიც, რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა.

კომენტარები