დავით ნარმანია

ნარმანია: თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მე მზად ვარ, გავუძღვე სემეკის საქმიანობას

ტაბულა

თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თუ მის კანდიდატურაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ, მზად არის, სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს. მარეგულირებელი კომისიის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილება 16 სექტემბერს იწურება. მთავრობამ პრეზიდენტთან შეთანხმებით უნდა წარადგინოს კანდიდატი, რომელსაც შემდეგ პარლამენტი დაამტკიცებს.

"ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, რა გადაწყვეტილება იქნება მოგვიანებით გახდება ცნობილი. უმრავლესობასთან მიმდინარეობს კონსულტაციები და დაველოდოთ გადაწყვეტილებას.

იმ შემთხვევაში თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, მე მზად ვარ, რომ გავუძღვე მარეგულირებელი კომისიის საქმიანობას", - უთხრა ნარმანიამ ჟურნალისტებს ინტერპრესნიუსის ცნობით. 

დავით ნარმანია ამჟამად სემეკ-ის წევრია.

კომენტარები