დავით ნარმანია

დავით ნარმანია შესაძლოა, სემეკის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინონ

EBRD

დავით ნარმანიამ საქმიანობა შესაძლოა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში (სემეკში) გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, მმართველ გუნდში ნარმანიას სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სწორედ მისი სემეკის წევრად არჩევის საკითხი განიხილება. 
კანონმდებლობის თანახმად, კომისიის წევრებს პარლამენტი ირჩევს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგენს.

ამჟამად სემეკში, რომელიც 5 წევრით არის განსაზღვრული, 2 ადგილი ვაკანტურია.

სემეკის კომისიის წევრები ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეები არიან. თუ ნარმანია კომისიის წევრი გახდება მისი თვიური შემოსავალი 12-13 ათასი ლარი იქნება. 

კომენტარები