სამთავრობო ცვლილებები

თეა წულუკიანი: სიცრუის მანქანასთან ბრძოლა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება

ამ მთავრობას რა ხარვეზები ექნება მუშაობაში, სულ რამდენიმე წუთია რაც დამტკიცა და ალბათ არსერიოზული იქნება ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი. მე ვსაუბრობ გამოწვევებზე და გამოწვევებს შორის, ამ ოკუპირებულ ქვეყანაში და ამ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ეკონომიკურად შეჭირვებული ადამიანი, გამოწვევად რჩება ის, რაც ჩვენ ვერ შევძელით, რომ სიმართლე დავანახოთ ადამიანებს და ეს იწვევს ძალიან მაღალი ხარისხის დათრგუნულობას არაერთ სეგმენტში ჩვენი საზოგადოების. სიცრუის მანქანასთან ბრძოლა ნამდვილად იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი.

დღეს პარლამენტმა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. მას მხარი 98-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა. "ევროპული საქართველოს, ენმ-ს და პატრიოტთა ალიანსს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მთავრობის განახლებულ შემადგნელობაში, გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავა.

კომენტარები