ავტოსკოლა

საგამოძიებო: 5 პირი ყალბ მოწმობებს გასცემდა, თითქოს მოქალაქეებმა ავტოსკოლაში ისწავლეს

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების 5 ფაქტი გამოავლინეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, "მხილებული პირები, რომელთა საქმიანობის სფეროსაც წამოადგენდა მძღოლთა პროფესიული მომზადება-გადამზადება, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებზე გასცემდნენ ავტოსატრანსპორტო საშუალების მომზადების სასწავლო პროგრამის ყალბ მოწმობებს, აღნიშნული პროგრამის გავლის გარეშე".  

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

კომენტარები