Facebook

ინტერნეტში Facebook-ის 419 მილიონი მომხმარებლის ტელეფონის ნომრები გავრცელდა

Reuters

მსოფლიოს ელექტრონულ ქსელში, Facebook-ის 419 მილიონი მომხმარებლის ტელეფონის ნომრები გავრცელდა. ეს ნომრები ამ დროისთვის სხვადასხვა ვებ გვერდებზე თავისუფალი წვდომის რეჟიმშია განთავსებული. ინფორმაცია ამის შესახებ 4 სექტმბერს გამოცემა Techchrunch-მა გაავრცელა. გამოცემა თავის მასალაში კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს, სანიამა ჯეინს ეყრდნობა. ჯეინის ცნობით, ჩვეულებრივი მომხმარებლების ტელეფონებთან ერთად გავრცელებულია ცნობილი სახეების საკონტაქტო მონაცემებიც.

გამოცემის ინფორმაციით, ინტერნეტში გავრცელებული მონაცემები Facebook-ის მომხმარებლების უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრებისა და მათზე მიბმული ტელეფონის ნომრების ბაზას წარმოადგენს. ზოგიერთ შემთხვევაში ინფორმაცია მომხმარებლის, სახელს და გვარს, სქესს და საცხოვრებელი ადგილს შეიცავდა.

გავრცელებულ მონაცემებს შორის, 133 მილიონი აშშ-ს მოქალაქეებს, 18 მილიონი დიდი ბრიტანეთის, ხოლო 50 მილიონი ვიეტნამის მოქალაქეებს ეკუთვნოდა.

Facebook-ის წარმომადგენლის, ჯეი ნანკროუს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია მოძველებულია და მათ არ გააჩნიათ არაინარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომელიმე მომხმარებლის ანგარიშში უკანონო შეჭრა განხორციელდა.

კომპანიაში თვლიან, რომ გავრცელებული ბაზა იმ ფუნქციის საშუალებით შეიქმნა, რომელიც საშუალებას იძლეოდა მომხმარებლის პირადი ანგარიშის მოძებნას ტელეფონის ნომერის მეშვეობით. ეს ფუნქცია Facebook-მა 2018 წლის აპრილში გააუქმა.

 

კომენტარები