თურქეთი

ერდოღანი ამბობს, რომ თუ სირიაში უსაფრთხო ზონები არ შეიქმნება მიგრანტებს დასავლეთში გაუშვებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Getty Images

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თუ სირიაში დროულად არ შეიქმნება უსაფრთხო ზონები მიგრანტებს თურქეთიდან დასავლეთის ქვეყნებში წასვლის უფლებას მისცემს.

"ჩვენ იძულებული ვიქნებით კარები გავაღოთ. ჩვენ ვერ გვაიძულებენ მარტომ ვზიდოთ ეს ტვირთი. [თურქეთი] არ იღებს საჭირო დახმარებას მსოფლიოსაგან." თქვა მან.

ერდოღანმა მმართველ პარტიას უთხრა, რომ თურქეთი უსაფრთხო ზონებს მარტოც შექმნის, თუ ამის თაობაზე თვის ბოლომდე აშშ-სთან შეთანხმება ვერ შედგება და ამ ზონებში მილიონამდე მიგრანტს გადაასახლებს.

"ჩვენი მიზანია დავაბრუნოთ სულ მცირე მილიონი ჩვენი სირიელი ძმა და და უსაფრთხო ზონებში საზღვრის 450 კილომეტრიანი მონაკვეთის გასწვრივ."

ამჟამად თურქეთში 3.6 მილიონი სირიელი მიგრანტია. ერდოღანის თქმით ქვეყანა მათზე 40 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავს მაშინ, როდესაც ევროკავშირი დადებულ პირობებს არ ასრულებს.

ევროკავშირმა და თურქეთმა 2016 წელს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ანკარა 6 მილიარდ ევროს მიიღებდა სასაზღვრო კონტორლის გაძლიერების სანაცვლოდ, რათა არალეგალმა მიგრანტებმა თურქეთის გავლით ევროპაში გადასხვა ვერ შეძლონ. ერდოღანის თქმით ამ თანხის მხოლოდ ნახევარი მიიღეს.

მისივე თქმით 2016 და 2018 წლებში თურქეთის სამხედრო ოპერაციების შედეგად აღებულ ტერიტორიაზე 350,000 სირიელი მიგრანტი დაბრუნდა.

კომენტარები