სამთავრობო ცვლილებები

კალაძე: ვნახეთ გუშინ, საზოგადოების რამდენად დიდი აღფრთოვანება მოჰყვა გახარიას კანდიდატურას

ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ქვეყნის პრემიერმინისტრი, რადგან ვიცით, რამხელა გამოწვევებია, რამდენი პრობლემებია და ამ ყველაფერს სჭირდება მოგვარება. თვითონ გიორგი გახარიას კანდიდატურას რაც შეეხება, გიორგი იყო ერთ-ერთი რეიტინგული მინისტრი ქართული ოცნების გუნდში. შესაბამისად, თქვენ ნახეთ გუშინ საზოგადოების დამოკიდებულება, როდესაც მისი კანდიდატურა იქნა გაჟღერებული, თუ რამდენად დიდი იყო კმაყოფილება. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას პრემიერმინისტრის და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით.

ვნახეთ გუშინ, რამდენად დიდი აღფრთოვანება მოჰყვა გახარიას კანდიდატურის წარმოდგენას. თუმცა არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც ამას ეწინააღმდეგება და ეს ნორმალურია. ყველა ვერ იქნება კმაყოფილი. ყველა ვერ იქნება კმაყოფილი იმ პროექტების, რეფორმების განხორციელებისას, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს შეუძლებელია უბრალოდ

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენაზე.

კომენტარები