ლარის გაუფასურება

საქართველოს ბანკში დოლარის ღირებულება 3 ლარს გადასცდა

ტაბულა

კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს აჭარბებს. TBC ბანკში ამ დროისათვის დოლარი 3.0150 ლარი ღირს, საქართველოს ბანკში კი 3.005 ლარი.

გუშინ TBC ბანკში დოლარის ღირებულება იგივე იყო, საქართველოს ბანკში კი 3 ლარს ჯერ კიდევ არ იყო გადაცდენილი.

ეროვნული ვალუტა გუშინდელთან შედარებით გაუფასურდა Bloomberg-ის ვალუტის გაცვლით სისტემაშიც, სადაც ერთი აშშ დოლარის ფასი ამჟამად 2.9725 ლარია.

ეროვნული ბანკის უკანასკნელი, გუშინდელი ცნობით, დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.9683 ლარია.

განახლებული მონაცემები დღეს საღამოს გახდება ცნობილი. დიდია შანსი, რომ ლარმა ისტორიული ანტირეკორდი დაამყაროს. დღეის მდგომარეობით, ეროვნული ვალუტა ყველაზე დაბალ ნიშნულზე 1 აგვისტოს იყო, როცა ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2.9718 ლარი ღირდა.

კომენტარები