სამთავრობო ცვლილებები

გეგიძე: "ოცნებიდან" გარიცხვის შესახებ შეტყობინება whatsapp-ში მივიღე

გარიცხვის შესახებ შეტყობინება საპარლამენტო უმრავლესობის აპარატიდან whatsapp-ში მივიღე. ამას ვუკავშირებ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხს. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს, რაზეც ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში მქონდა ჩემი არგუმენტირებული პოზიცია და ხედვა. ახლა იუსტიციის საბჭოს პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი საბოლოო პროდუქტი სიის სახით პარლამენტში უნდა შემოვიდეს. მე რასაც ვუყრებ, ამ პროცესმა ჩემში ოპტიმიზმი არ გამოიწვია, რომ სიას მხარი დავუჭირო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე თავიდანვე რა პოზიციაც მქონდა, იმავეს ვიმეორებ. მგონია, რომ ეს არის მთავარი საკითხი, რაც ყველაფერ დანარჩენს ფარავს.

ამის შესახებ გეგიძებ ინტერპრესნიუსთან საუბარში აღნიშნა. ქართულმა ოცნებამ დეპუტატი ბიძინა გეგიძე საპარლამენტო უმრავლესობიდან გუშინ, 1 სექტემბერს, გარიცხა. ეს გუშინ გამართულ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელსაც გეგიძე არ ესწრებოდა.

კომენტარები