ლარის გაუფასურება

TBC: ერთი დოლარი 3 ლარი ღირს

ტაბულა

კომერციულ ბანკებში ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. TBC ბანკის ვალუტის გაცვლით სისტემაში, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამჟამად 3 ლარია. აქამდე, TBC ბანკში ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარს პირველად გაუტოლდა.

საქართველოს ბანკში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.99 ლარია. Bloomberg-ის ვალუტის გაცვლით სისტემაში დოლარი 2.955 ლარი ღირს.

ეროვნული ბანკის უკანასკნელი, 31 აგვისტოს მონაცემებით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.9457 ლარია. განახლებული მონაცემები დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

ივნისის პირველ ორ კვირაში დროებითი გამყარების შემდეგ, ლარმა 14 ივნისიდან გაუფასურება განაგრძო და 1 აგვისტოს დოლართან მიმართებით რეკორდულ მინიმუმამდე, 2.9718-მდე დაეცა. 1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა, რასაც ლარის ოდნავი გამყარება, შემდეგ კი კვლავ გაუფასურება მოსდევს.

კომენტარები