Chanel

CHANEL-ს პირველი ღიად ტრანსგენდერი მოდელი შეუერთდა

ტედი ქუინლივენი
WWD.com

ისტორიაში პირველად, ლეგენდარული მოდის სახლს Chanel-ს ღიად ტრანსგენდერი მოდელი ტედი ქუინლივენი შეურთდა.

ტედი ქუინლივენმა მოდის სახლის ერთ-ერთი ხაზის, Chanel Beauty-ის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.

ამერიკელმა მოდელმა განცხადება იმის შესახებ, რომ ის ტრანსგენდერი ქალია 2017 წელს გააკეთა. მანამდე ის Chanel-ის ჩვენებაზე ორჯერ იყო გამოსული, ინსტაგრამზე დაწერილ პოსტში კი ყვება, რომ განაცხადის შემდეგ ეგონა ვერასდროს ვეღარ შეძლებდა მოდის სახლისთვის მუშაობას.

"მე პირველი ღიად ტრანსგენდერი ადამიანი ვარ, რომელიც Chanel-თვის მუშაობს და ძალიან ამაყი ვარ წარმოვადგინო ჩემი საზოგადოება. სამყარო თქვენ გავნებთ და გეტყვით, რომ არ გაქვთ ღირებულება. თქვენი საქმეა, რომ გქონდეთ ძალა წამოდგომის, ბრძოლის გაგრძელების - იმიტომ, რომ თუ დანებდებით, ვერასდროს გამოცდით გამარჯვების ცრემლებს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს ოცნება რეალობად აქცია", - წერს ტედი ქუინლივენი.

კომენტარები