Chanel

ბრედ პიტი კლასიკად ქცეული ქალის სუნამოს სახე

ჰოლივუდელი სექს სიმბოლო ბრედ პიტი პირველი მამაკაცი იქნება რომელიც უკვე კულტად ქცეული სუნამოს Chanel N5-ის  ახალი სარეკლამო სახე გახდება.

გასული საუკუნის ოციან წლებში კოკო შანელის მიერ შექმნილი  სუნამო თავისი დახვეწილი დიზაინით მეოცე საუკუნის პარფიუმერიის მწვერვალს წარმოადგენს. სუნამოს აქტუალურობა დღესაც არ დაუკარგავს.  ბრედ პიტი  პირველი მამაკაცი ვარსკვლავია  რომელიც ქალის სუნამოს წარადგენს, ცნობილი ბრენდები როგორც წესი  ქალის სუნამოს რეკლამირებისათვის ქალ ვარსკვლავებს არჩევდნენ, პოპკულტურის არსი სწორედ  კომერციის სახელით სტერეოტიპების მსხვრევაა ეს გადაწყვეტილებაც როგორც ჩანს ამის დასტურია. სარეკლამო რგოლის გადაღებები  ლონდონში მომავალ კვირას დაიწყება.

კომენტარები