რუსული ოკუპაცია

ზაქარეიშვილი: საგუშაგოს შეუთანხმებლად ენმ დგამდა, ოსურ მხარეს ამ პოლიტიკის დაბრუნება უხარია

საქართველომ სოფელ წნელისთან ეს ბლოკპოსტი მათთან შეთანხმების გარეშე, ანუ ერგნეთში საკითხის განხილვის გარეშე განათავსა და ამან ერთი მხრივ, გააღიზიანა ისინი. ხმაური იმიტომ ატეხეს, რომ თვითონაც დააყენონ ბლოკპოსტი მომავალში იმ ლოგიკით, რომ თუ საქართველოს აქვს უფლება, რომ ბლოკპოსტი დააყენოს ჩვენთან განხილვის გარეშე, ჩვენ რატომ არ გვაქვს უფლება დავაყენოთ საქართველოსთან ბლოკპოსტი მათთან განხილვის გარეშეო. ასეთი პოზიციები აქვთ. ამ ხმაურმა საშუალება მისცა მათ, თვითონაც გააკეთონ ამ ტიპის ქმედება. ისინი კმაყოფილები არიან კიდეც, რომ მიეცათ საშუალება თვითონაც განალაგონ მათთვის მისაღები რაოდენობის ბლოკპოსტი. დღემდე თუ რამე ბლოკპოსტი არსებობს, ყველას საკითხი განხილულია ერგნეთში. ეს არის პირველი შემთხვევა 2013 წლის შემდეგ, როცა მათთან შეთანხმების გარეშე მოხდა ბლოკპოსტის განთავსება. "ნაციონალური მოძრაობის" სტილია, რომ არ აფრთხილებდა ოსურ მხარეს, ისე ახორციელებდა შეიარაღებული ძალების გადაადგილებას, გარკვეული გზების გაყვანას, ბლოკპოსტების განთავსებას, რასაც ყოველთვის პროტესტი მოჰყვებოდა დე ფაქტო რეჟიმის მხრიდან. ეს იყო პირველი შემთხვევა "ქართული ოცნების" შემთხვევაში, როცა მათ მოუწიათ ულტიმატუმის ენით ლაპარაკი. მათ "ქართული ოცნების" პოლიტიკა ამის საშუალებას არ აძლევდა. მათ გაუხარდათ, რომ "ქართული მხარე" დაუბრუნდა აგრესიულ პოლიტიკას, რადგან აგრესიული პოლიტიკის მიმართ უფრო იოლია მუშაობა - "შენ ხარ აგრესიული, მეც აგრესიული ვარ", რადგან რუსეთს უჭირს იყოს მშვიდობიანი

ამბობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ინტერპრესნიუსთან.

კომენტარები