რუსული ოკუპაცია

ციხელაშვილი: მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა ან მუქარა ფორმატის ჩაშლისა

დღეს ერგნეთში შედგა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, საბოლოოდ, ცხინვალის დე ფაქტო წამომადგენლების გასვლის გამო ვერ დასრულდა. ქართული მხარისათვის ეს შეხვედრები, ზოგადად, მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ამჯერადაც ისეთი საკითხების განსახილველად, რომლებიც უკავშირდება უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მაღალი მნიშვნელობის თემებს. 

მოგეხსენებათ, ამ თვის განმავლობაში არაერთ პროვოკაციულ მოქმედებას ჰქონდა ადგილი. იგივე გუგუტიანთკარში უკანონო ბარიკადების მშენებლობას, ადგილობრივების დაკავებას, გადაადგილების თავისუფლების დამატებით შეზღუდვებს და ყველა ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში გახლდათ. ამიტომ, ნამდვილად არ შეიძლება კითხვის ნიშნები ისმებოდეს ამ ფორმატის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა ან მუქარა ფორმატის ჩაშლისა.

ამბობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებთან და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა, სადაც 10 საკითხის განხილვა იგეგმებოდა, ჩაიშალა.

კომენტარები