თიბისი ბანკის საქმე

გვენეტაძე თიბისი ბანკის საქმეზე: ეს ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის

კობა გვენეტაძე
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დღეს რაგბის თემაზე შექმნილი საკოლექციო მონეტის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თიბისი ბანკის დამფუძნებლების მიმართ მიმდინარე პროცესებზე დასმულ კითხვაზე, გვენეტაძემ განაცხადა, რომ მსგავსი საკითხები ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის.

"ბევრი ინფორმაცია იქნა ეროვნული ბანკისგან მიწოდებული იმ ნაწილში, რაც მხოლოდ თიბისი ბანკს ეხება. თიბისი ბანკი ეს არის სების მიერ რეგულირებადი სუბიექტი ჩვენ ჩვეულებრივ რეგულაციას ვუწევთ მათ, როგორც სხვა კომერციულ ბანკებს. ბანკი არის ჯანსაღი და კარგი ორგანიზაცია, სხვა საკითხებს რაც შეეხება ეს ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის", — განაცხადა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართეს. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის სამსახურმა დიდი ბრიტანეთიდან გამოითხოვა ინფორმაცია მათი პირადი საბანკო ანგარიშების შესახებ და მათი დაყადაღება მოითხოვა.

კომენტარები