And Then We Danced

AND THEN WE DANCED შვედეთის სახელით ოსკარზე გაიგზავნება

ანკა გუჯაბიძე

წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

თავდაპირველად, And Then We Danced ოსკარზე წარსადგენ სამ ფილმში მოხვდა, დღეს კი შვედეთის კინოს კომისიამ ის აარჩია ოსკარზე გასაგზავნად.

ორი ბიჭის გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

კომენტარები