ხოშტარია ავთანდილ წერეთელის საქმეზე: მედიის მიმართ რეპრესიები, რუსული პოსტსაბჭოთა მოდელია

ტაბულა

ევროპული საქართელოს წევრი ელენე ხოშტარია ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს მედიის მიმართ გამიზნულ რეპრესიებად აფასებს.

"ეს არის მედიის მიმართ რეპრესიები, რომლებიც ვნახეთ რუსთავი 2-ზე და ახლა ვუყურებთ ტვ პირველზე. ესაა საერთო სურათი, აბსოლუტურად ნაცნობი რუსული პოსტსაბჭოთა მოდელი", - ამბობს ხოშტარია ჟურნალისტებთან საუბარში.

ცნობისთვის, სასამართლომ ავთო წერეთელს, ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამას, ნახევარი მილიონი გირაო შეუფარდა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას, თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 

კომენტარები