ბარბის თოჯინები

Barbie-მ როზა პარკსისა და სხვა საკულტო ქალების თოჯინები გამოუშვა

BBC

ამერიკულმა კომპანია Mattel-მა როზა პარკსის ბარბის თოჯინა გამოუშვა.

როზა პარკსი სამოქალაქო უფლებების დამცველი იყო. პარკსი ყველაზე მეტად ცნობილია იმით, რაც თავის მშობლიურ ქალაქ მონტგომერში, ალაბამაში 1955 წლის 1 დეკემბერს გააკეთა. ის ავტობუსის ცენტრში სკამზე დაჯდა, ავტობუსის მძღოლმა მას უთხრა, რომ ბოლო ადგილზე გადამჯდარიყო, რათა მის ადგილზე თეთრკანინი მგზავრი დამჯდარიყო, რაზეც პარკსმა უარი თქვა. როზა იყო ფერადკანიანი ადამიანების დაწინაურების ეროვნული ასოციაციის ადგილობრივი ფილიალის წევრი (NAACP).

ამ შემთხვევის გამო პარკსი დააპატიმრეს. ამას მოჰყვა მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტი, რომელიც 381 დღე გაგრძელდა და კანონში ცვლილებები გამოიწვია, რის შემდეგაც შავკანიან ადამიანებს უფლება ჰქონდათ სადაც მოესურვებოდათ იქ დამჯდარიყვნენ ავტობუსში.

პარკსის შეწინააღმდეგება შემდგომში დაწყებული რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ კამპანიის მნიშვნელოვანი სიმბოლო გახდა.

პარკს თანამედროვე ამერიკული სამოქალაქო უფლებების მოძრაობის დედასა და თავისუფლებისთვის მოძრაობის დედას უწოდებდნენ.

Mattel-მა ასევე სალი რაიდის თოჯინა გამოუშვა, რომელიც პატივს მიაგებს პირველ ამერიკელ ქალს კოსმოსში. როლური მოდელების თონიჯებს შორის არის კეტრინ ჯონსონის, ფრიდა კალოსა და ამელია ერჰარტის თოჯინებიც. თოჯინებს თან საგანმანათლებლო მასალაც ახლავს, რომელიც ამ ქალთა ისტორიებს მოიცავს.


ფოტო: People
ამის შესახებ განცხადება მათ 26 აგვისტოს, ქალთა თანასწორობის დღეს გააკეთეს.
 

ამ წლის დასაწყისში Mattel-მა ეტლების მომხმარებელი და პროთეზის ფეხიანი ბარბის თოჯინები გამოუშვა. იქამდე სხვადასხვა სხეულის ფორმის, სხვადასხვა კანის ფერისა და თმის ვარცხნილობის მქონე ბარბებიც გამოსცა.

კომპანიის თქმით, ახალი თოჯინები იმისთვის იქმნება, რათა მათ ახალგაზრდა გოგოებს აჩვენონ, რომ მათ შეუძლიათ მიაღწიონ თავიანთ სრულ პოტენციალსა და ოცნებას.

კომენტარები