რუსთავი 2

სალია: სიახლე, იმნაიშვილის დანიშვნის შესახებ, ძალიან კარგად მიიღო რუსთავი ორის გუნდმა

მე საზოგადოებას მინდა შევახსენო რომ რამდენიმე დღის წინ შეწყდა კურიერის ეთერი და ბევრმა ჟურნალისტმა ეს არხი დატოვა პროტესტის ნიშნად. მფლობელმა გააკეთა განცხადება, რომ რუსთავი ორის კარი ღიაა ყველასთვის, ვინც ემოციური ფონზე მიიღო გადაწყვეტილება. ვიმეორებ, რომ რუსთავი ორის კარი ღიაა ყველა პროფესიონალისთვის, ვინც წლების განმავლობაში ამ არხზე მუშაობდა და უნდა, რომ ეს არხი იყოს მართლა მაღალპროფესიული დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კრიტიკული. გიბრუნდებით პოზიტიური სიახლით, რომელიც ძალიან კარგად მიიღო პირველ რიგში რუსთავი ორის გუნდმა, იმ ადამიანებმა, რომლებიც ბოლომდე ერთგული არიან ამ არხის და ამ ადამიანების რიცხვი არის ძალიან დიდი. დაახლოებით 800 თანამშრომელი, დღეს ისევ რუსთავი ორის გუნდია. დღეს მე ამ ადამიანებს წარვუდგინე პროფესიონალი, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი წარდგენა, მას იცნობს მთელი საქართველო, ის არის ერთერთი პირველი ჟურნალისტი რომელმაც თავისი შეუპოვრობით და კრიტიკულობით თავი დაამახსოვრა ქართულ საზოგადოებას, და რომელიც იძულებული გახდა წინა ხელისუფლების მხრიდან არსებული წნეხის გამო დაეტოვებინა ქვეყანა. ეს პიროვნება არის ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც დიდი ხანია მოღვაწეობს დიდ ბრიტანეთში ტელეკომპანია BBC-ში. ჩვენ კარგა ხანია გვაქვს ირაკლისთან საუბრები, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩადგომოდა სათავეში როგორც საინფორმაციო, ისე ფროდაქშენის ნაწილს და მისი, როგორც აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით წარმართულიყო ტელევიზიის საქმიანობა. ეს მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე და ვიმედოვნებთ, რომ ის ძალიან მალე გახდება ჩვენი გუნდის წევრი. მისმა მოსვლამ დღეს ადამიანებს ძალიან დიდი იმედი მისცა და ჩვენ მასთან ერთად მზად ვართ ხელახლა შევქმნათ, გავაძლიეროთ და ავაღორძინოთ ეს ტელევიზია, რომელმაც არაერთ კრიზისს გაუძლო.ვფიქრობთ და იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი ტელეკომპანია კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა შემქნილი ვითარებიდან და მაყურებლისთვის ის ისევ იქნება ნომერ პირველი არხი საქართველოში.

რუსთავი ორის გენერალურმა დირექტრომა პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსად დღეს ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი წარადგინა.

კომენტარები