ლარის კურსი

დოლარი 2.94 ლარი ღირს, ევრო - 3.27

ტაბულა

ეროვნული ბანკის ცნობით, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. დოლართან მიმართებით გაუფასურებამ 1.20 თეთრი შეადგინა, ევროსთან კი 3.27 თეთრი.

ამრიგად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.9399 ლარია, ერთი ევროსი კი 3.2692 ლარი.

ლარი გაუფასურდა ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც, ხოლო გამყარდა თურქულ ლირასთან.

ივნისის პირველ ორ კვირაში დროებითი გამყარების შემდეგ, ლარმა 14 ივნისიდან გაუფასურება განაგრძო და 1 აგვისტოს დოლართან მიმართებით რეკორდულ მინიმუმამდე, 2.9718-მდე დაეცა. 1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა, რასაც ლარის ოდნავი გამყარება, შემდეგ კი კვლავ გაუფასურება მოჰყვა.

კომენტარები