ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია

კალაძე: 15 სექტებრიდან უნივერსიტეტის I კორპუსიდან "პიქსელის" შენობამდე მოძრაობა აღდგება

თბილისის მერის, კახა კალაძის ცნობით, 15 სექტემბრიდან, კონკრეტული მონაკვეთზე, პივრელი კორპუსიდან "პიქსელის" შენობამდე ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ კალაძებ საკუთრ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

თბილისის მერის ინფორმაციით, სამუშაოების პირველი ეტაპი მთლიანად დასრულებულია, - "მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციები, ეს არის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, წყლის ახალი მილები, სანიაღვრე სისტემა. დღეიდან იწყება სამუშაოების მეორე ნაწილი. მოეწყობა და მოწესიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. ძალიან მაგარი პროექტი გამოდის, რადიკალურად განსხვავებული იქნება ჭავჭავაძის გამზირი", - ამბობს კალაძე.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დაიწყო

კომენტარები