ცხოველზე ძალადობა

შსს: დავაკავეთ ადამიანი, რომელმაც დანით დაჭრა საკუთარი ძაღლი და მისი დახრჩობა სცადა

shutterstock

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ძაღლის მეპატრონე, რომელმაც ცხოველი დანით დაჭრა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ.ბ.-მ, თბილისში, დანით დაჭრა საკუთარი ძაღლი და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამ დროისთვის ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი და უტარდება შესაბამისი მკურნალობა", - ამბობენ უწყებაში.

გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებული წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ. ბ-ა.

კომენტარები