ამინდის პროგნოზი

გარემოს სააგენტო: 3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ზოგ რეგიონში 38 გრადუსამდე დაცხება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს მთიან რეგიონებში სითბური ტალღა გავრცელდება. ამის გამო, ზოგ რეგიონში განსაკუთრებულად დაცხება და ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსამდე გაიზრდება. გარემოს სააგენტო ამ ინფორმაციას მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის თაობაზე" - აცხადებს სააგენტო.

კომენტარები