თიბისი ბანკის საქმე

ჯაფარიძე: პროკურატურა გადაიქცა რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების დამსჯელ აპარატად

გრძელდება ჩვენი დევნა. ძალიან სამწუხარო ამბავი უნდა გითხრათ, რომ პროკურატურა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი განადგურებულია, ის გადაიქცა რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების დამსჯელ აპარატად. ბრალი, რომელიც წაყენებულია ჩვენ მიმართ არის სრულიად აბსურდული ცილისწამება. ის შეიძლება თავისი ცინიზმითა და უზნეობით შეუდარდეს უდანაშაულო ადამიანისთვის იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებას ჯიბეში და შემდეგ მისი ამისთვის დადანაშაულებას. გენერალური პროკურორი, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებელია ამ ბრალის ჩვენდამი წაყენებაში, ის დღეს მიისწრაფვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისკენ, უნდა გითხრა ის არის პირდაპირ პასუხისმგებელი ყველა იმ აბსურდულ ბრალზე, რომელიც ჩვენ წაგვიყენეს, მისი ხელდასმით ხორციელდება ეს და ამ პასუხისმგებლობას იგი ვერ გაექცევა. აქედან გამომდინარე ამის შემდეგ მას უნდა რომ სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს, სადაც ჩვენ სამართალი უნდა ვნახოთ, ნათელია რა აბსურდთან გვაქვს საქმე.

ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დღეს პროკურატურაში ბრალის დაზუსტების მიზნით იმყოფებოდნენ.

კომენტარები