მაილი საირუსი

მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი ოფიციალურად განქორწინდნენ

შვიდთვიანი ქორწინების შემდეგ მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი ოფიციალურად განქორწინდნენ. ინფორმაცის PEOPLE-ი ავრცელებს.   

გამოცემის ცნობით, ჰემსვორტმა განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს დაშორებიდან მალევე მიმართა. მაილი საირუსმა კი საბუთებს ხელი მოაწერა.  

მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი 7 თვის წინ საიდუმლოდ დაქორწნინდნენ. მათ ერთმანეთი 2010 წელს, გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და 2012 წელს დაინიშნენ, თუმცა მალევე დაშორდნენ. 2015 წელს ისინი კვლავ დაინიშნენ. 

კომენტარები