2019 წლის მაღალანზღაურებადი მსახიობები

FORBES-მა 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობების სია გამოაქვეყნა

Forbes.com

ჟურნალმა Forbes-მა 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობების სია გამოაქვეყნა.

პირველ ადგილს სიაში დუეინ ჯონსონი [“როკი”] იკავებს.

Forbes-მა სიის შედგენისას 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 1 ივნისადმე მსახიობების მიერ მიღებული სრული შემოსავალი დაითვალა და არა მხოლოდ როლების შესრულებისთვის მიღებულ ანაზღაურებები.

2015 წლის შემდეგ ათეულში პირველად დაბრუნდა ბრედლი კუპერი.

ნახეთ, 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობების ათეული:

1. დუეინ ჯონსონი - 89.4 მილიონი დოლარი

2. კრის ჰემსვორტი - 76.4 მილიონი დოლარი

3. რობერტ დაუნი უმცროსი - 66 მილიონი დოლარი

4. ეკში კუმარი - 65 მილიონი დოლარი

5. ჯეკი ჩანი - 58 მილიონი დოლარი

6. ბრედლი კუპერი - 57 მილიონი დოლარი

7. ადამ სენდლერი - 57 მილიონი დოლარი

8. კრის ევანსი - 43 მილიონი დოლარი

9. პოლ რუდი - 41 მილიონი დოლარი

10. უილ სმიტი - 35 მილიონი დოლარი

კომენტარები