რუსეთი

რუსი ჯარისკაცი მოსახლეობას რაკეტის აფეთქების შედეგად რადიაციის საფრთხეზე ესაუბრება [Video]

ვებ-გვერდმა Newsader-მა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც უცნობი რუსი ჯარისკაცი არხანგელსკის ოლქის ქალაქ ნიონოკსას მოსახლეობას რაკეტის გამოცდისას მომხდარი აფეთქების შედეგად რადიაციის საფრთხის შესახებ ესაუბრება.

ჯარისკაცი, რომლიც ვინაობაც არ კონკრეტდება ამბობს, რომ 1986 წელს ჩერნობილში იყო და ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს არაფრთი ჰგავს. მისი თქმით რაკეტის გამოცდისას ძრავის რაიოაქტიური იზოტოპები გამოიტყორცნა და აფეთქების შედეგად როსატომის თანამშრომლები დაიღუპნენ, ხოლო დასხივებული ადამიანები ქალაქ ნიონოკსაში გადაიყვანეს და მათი დაბინძურებული ტანსაცმელიც იქ გაწმინდეს.

მისივე თქმით გამოცდები ახალი არაა და ისინი არხანგელსკში დიდი ხანია ტარდება. ჯარისკაცი ამბობს, რომ ეს ბირთვული აფეთქება არ იყო, აფეთქდა პონტონი, რომელზეც გამოცდა ტარდებოდა და რადიოაქტიური ელემენტებით დაბინძურებული ნარჩენები ახლა სანაპიროზე ზღვას გამოაქვს, რის გამოც სანაპიროზე დაცვა დანიშნეს და ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ იქ გასვლისაგან ან სანაპიროდან რაიმე ნივთის წამოღებისაგან.

შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს რუსეთში არხანგელსკის რეგიონში სამხედრო ბაზაზე რაკეტის ძრავა გამოცდისას აფეთქდა. მაშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ აფეთქებას რადიოაქტიური ან ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურება არ გამოუწვევია.

თუმცა, აფეთქების მომდევნო დღეებში რადიოაქტიური ნაწილაკების გლობალური ქსელის 4 სენსორი, რომლებიც აფეთქების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარეობდა, გამოირთო.

ამის შესახებ ბირთვული გამოცდების აკრძალვის ორგანიზაციის (CTBTO) დირექტორი წერს. მისი თქმით 10 აგვისტოს "კომუნიკაციის პრობლემების" გამო კავშირი გაწყდა დუბნას და კიროვის მონიტორინგის სადგურებთან, ხოლო 13 აგვისტოს ბილიბინოს და ზალესოვოს საგდურებთან. ის არ გამორიცხავს, რომ სადგურების გათიშვა აფეთქებას უკავშირდებოდეს და რუსეთი ამგვარად ინფორმაციის დამალვას ცდილობდეს, თუმცა წერს, რომ ორგანიზაცია ინფორმაციას სხვა სადგურებიდან იღებს და ამუშავებს, ამიტომ რუსეთის მცდელობა უშედეგო იქნება.

სადგურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ზედამხედველობს. ისინი სენსორების გამორთვაზე კომენტარს არ აკეთებენ.

რუსეთის ბირთვულმა სააგენტომ, როსატომმა აღიარა, რომ აფეთქებისას რადიოაქტიურ მასალაზე მომუშავე 5 ადამიანი დაიღუპა. აფეთქებამ მიმდებარე ქალაქში რადიაციის მაჩვენებლი ზრდა გამოიწვია.

აშშ-ში მიაჩნიათ, რომ რუსეთი ბირთვულ ძრავაზე მომუშავე რაკეტას ცდიდა, რომლის შექმნაც ვლადიმირ პუტინმა გასულ წელს დააანონსა.

კომენტარები