ქართული ბიზნესი

თიბისი ჯგუფმა ელექტრონული კომერციის პლატფორმა My.ge შეიძინა

თიბისი ჯგუფმა, ელექტრონული კომერციის ქართული პლატფორმა, My.ge შეიძინა, რომლის შემადგენლობაში შედის: Myauto, Mymarket, Myhome, Myparts, Myshop, Myjobs, Myads, და Mysports-ი. ინფორმაცია ამის შესახებ თიბისი ჯგუფის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც რელიზშია ნათქვამი, ჯგუფმა პლატფორმის 65%-იანი წილი შეიძინა. გარიგების ღირებულება 19 მილიონი ლარია. თიბისი დარჩენილი 35%-იანი წილის გამოსყიდვასაც გეგმავს, ჯამურად კომპანიის 100%-ის ღირებულება 70 მილიონი ლარია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თიბისი ჯგუფი ელექტრონული კომერციის სეგმენტით დაინტერესდა, მიმდინარე წლის იანვარში კომპანიამ Swoop.ge შეიძინა. აღნიშნული გარიგებით, ჯგუფის პოზიციები სეგმენტში საგრძნობლად გაუმჯობესდება.

My.ge 2002 წელს ძმებმა ლაშა და კახა გიგიტელაშვილებმა დაარსეს, ამ დრომდე კომპანიის 100%-ის მფლობელები სწორედ ისინი იყვნენ.

კომენტარები