ქართული ბიზნესი

დაკარგული 150 მილიონი გირვანქა და ბოლო სამი წლის მინიმუმი — თიბისი ბანკის სავაჭრო კვირა

ფანჯიკიძე, ღარიბაშვილი, ბუცხრიკიძე, ხაზარაძე და ღარიბაშვილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
facebook.com/tbcbank

წინა დღეებთან შედარებით, უმნიშვნელოდ, მაგრამ თიბისი ბანკის აქციებზე ფასის ვარდნა დღესაც გაგრძელდა. კომპანიის ინვესტორებმა დღეს 17 მილიონი გირვანქა სტერლინგი იზარალეს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში სწორედ, მიმდინარე კვირა იყო ყველაზე წარუმატებელი თიბისი ბანკისთვის. ოთხაშაბათს, 24 ივლისს გენერალურ პროკურატურაში გამართული ბრიფინგის მომენტიდან, დღევანდელი სავაჭრო დღის დასრულებამდე, კომპანიის კაპიტალიზაცია 150 მილიონი გირვანქა სტერლინგით შემცირდა, რაც ეროვნულ ვალუტაში 550 მილიონს აღემატება.

ამ პერიოდში კომპანიის ერთი აქციის ფასი, 17 პროცენტით, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 18 პროცენტით შემცირდა. ბოლო განახლებით, თიბისი ბანკის ერთი აქციის ფასი 12,42 გირვანქა სტერლინგია, ამაზე დაბალი ფასი კომპანიის აქციაზე ბოლოს, 2016 წლის 29 სექტემბერს დაფიქსირდა.

თიბისი ბანკის ინვესტორების, დანაკარგი შთამბეჭდავი იყო, მიმდინარე წლის თებერვალ მარტში, როდესაც სებ-მა ბანკიდან ხაზარაძისა და ჯაფარიძის გადაყენება მოითხოვა, თუმცა აქციების ფასი მაინც უფრო მაღალი იყო, ვიდრე ბოლო დღეებში. ამ დროისთვის, თიბისი ბანკის კაპიტალიზაცია 685 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

რთული იყო ბოლო დღეები, ლონდონის ბირჟაზე განთავსებული კიდევ სამი სხვა ქართული კომპანიისთვის. 24 და 25 ივლისს ყველა ქართული კომპანიის აქციებზე ფასი იკლებდა, თუმცა დღეს ორი ქართული კომპანია კაპიტალი და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი პლიუსში გავიდა, უმნიშვნელოდ დაიკლო საქართველოს ბანკის აქციების ფასმა, თიბისიმ დღე ისევ კლებით დაასრულა. 

ბოლო ორ დღეში, ჯამურად ოთხივე ქართული კომპანიის ინვესტორების ზარალი 200 მილიონამდე გირვანქა სტერლინგია. ქართული კომპანიების ჯამური დანაკლისი ეროვნულ ვალუტაში 700 მილიონ ლარს უახლოვდება.

კომენტარები