გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-23 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები ცხელ და უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსია ნავარაუდები.