adidas

ადიდასმა WOODSTOCK-ის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ახალი კოლექცია გამოუშვა

Adidas

1969 წლის 15 აგვისტოს, ნიუ-იორკის ქალაქ ბეტელში "სამდღიანი მშვიდობისა და მუსიკის ფესტივალი" Woodstock დაიწყო.

ადიდასმა ფესტივალის დაწყებიდან 50 წლის გასვლის აღსანიშნავად ფეხსაცმელების ახალი კოლექცია გამოუშვა. ახალი ფეხსაცმელები ადიდასის ერთ-ერთი ხაზის Ultraboost-ის ქვეშ გამოვიდა. ადიდასმა Ultraboost ხაზის გამოშვება 2015 წელს დაიწყო და დღემდე აგრძელებს.

ახალი კოლექცია ვუდსტოკისთვის დამახასიათებელ ფერად ფერებშია გადაწყვეტილი.

კომენტარები